საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში
3 წლის ბავშვი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კარს შეეხო, დაეცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.