საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.