სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შესაძლებელია. პროექტის ფარგლებში აშენდა 6 სახიდე გადასასვლელი და 2 უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კვანძი.
გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მოეწყო სპეციალური გადასასვლელები შინაური ცხოველებისთვის და საველე გასასვლელები, რომლებიც მაგისტრალს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან აკავშირებს.
სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. ის ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან სრულდება.
მაგისტრალის ახალი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა.