საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 2 მაისს დაიწყება

საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 2 მაისს დაიწყება. ამ შეხვედრაში გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს და ეროვნულ ნაკრებს ბოლოჯერ უკაპიტნებს.

ერთად გავაცილოთ კაპიტანი! - წერს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში

ცნობისთვის,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს. 

გულშემატკივრისთვის  იქნება სამი კატეგორიის ბილეთი, რომლის ღორებულება 20, 40 და 60 ლარი იქნება.  ბილეთები  ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება, ერთ ადამიანს, მხოლოდ 3 ბილეთის შეძენა შეეძლება.