საქართველოს ბანკის განცხადება
"თქვენი უსაფრთხოებისთვის გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის, ეს არ არის საქართველოს ბანკის გათამაშება. გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს და დარწმუნდეთ, რომ შეტყობინება გავრცელებულია ოფიციალური არხების მეშვეობით", - ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.