ონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების განმტკიცება და შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა იყო.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, მამა გიორგი დანგაძემ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მწერალმა გია ხოფერიამ.
აღინიშნა, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული თვითმყოფადობისთვის. ქრისტიანული სარწმუნოება საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და სულიერი სიმტკიცის მთავარი საყრდენი, რომელმაც ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელის გადალახვის ძალა მისცა.
კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 20-ამდე საჯარო სკოლის, ასევე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.