ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სახლიდან მუშაობენ, სოციალურად უფრო იზოლირებულები არიან და ფსიქიკურ პრობლემებს უფრო ხშირად აწყდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სამსახურში სიარული უწევს.
მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და დისტანციურად მუშაობენ, სამუშაო დღეების 25%-ს ყოველგვარი სოციალური კონტაქტის გარეშე ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი კომპანია თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებას აიძულებს, ექსპერტების განმარტებით, მხოლოდ საოფისე სივრცეში ყოფნა სრულფასოვან სოციალურ კავშირებს არ უზრუნველყოფს და ძალდატანებითმა დაბრუნებამ შესაძლოა მარტოობის განცდა კიდევ უფრო გაამძაფროს.
ფსიქოლოგები იზოლაციის დასაძლევად ე.წ. "მესამე სივრცეების" (მაგალითად, კაფეებისა და საერთო სამუშაო სივრცეების) გამოყენებასა და თუნდაც მცირე ყოველდღიურ ინტერაქციებს გვირჩევენ