ვხედავთ, რომ ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორი აპირებს მონაწილეობას, ორი უარს ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღოს, „ლელოს“ და გახარიას, როგორც ჩანს, კონსულტაცია აქვთ ერთიანი კანდიდატებით იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „გახარია-ხაზარაძემ იციან, რომ მათი საქმიდან „კარგი არაფერი გამოვა“.

„როდესაც შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას, ვნახავთ, რომ ერთი მხრივ გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე – ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როდესაც ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი არაფერი რომ არ გამოვა, მგონი, მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.