ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, რომ ანაკლიისთვის ყველაფერი გააკეთეს და თურმე ქართველ ხალხს მათი ვალი ჰქონდა, მაგრამ მოიარეს მთელი სამყაროს სასამართლოები და ყველგან დამარცხდნენ, მაგათ რომ სიტყვაზე არ ენდობა ადამიანი, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს, როგორც გერმანის ელჩისგან, ასევე მამუკა ხაზარაძისგან.
„როგორც გავეცანი, ერთი ადვოკატი უარყოფს, მე არ ვიყავიო, მეორე ადვოკატი არ იძებნება. ზოგადად, გაურკვეველია, ვინ არიან მისი ოჯახის ადვოკატები. საკითხი მარტივია, საქმე ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებს. ეს საერთაშორისო ტერმინი არის ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულები და მათ მიმართ არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას. ასე რომ, როგორც ხაზარაძე, ისე გერმანიის ელჩი, ორივენი არიან პოლიტიკურად აქტიური პირები, ამიტომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იცოდეს ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობით და მხარდაჭერით, როდესაც ეს ელჩი საკუთარ ბინას, სადაც პირადად ცხოვრობს, სახლს ქირაობს თაღლითობისთვის მსჯავრდებული ადამიანისგან და იმ მომენტში, როდესაც ხაზარაძეს დატოვებული ჰქონდა პარლამენტის მანდატი. ანუ, ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობაა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა. გავიგე, რომ გრანტებს და ფულს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ გაასაჯაროვონ თავიანთივე ხელშეკრულებები და გვაჩვენონ, რასთან აქვთ საქმე, ხომ არ იყო უპირატესი მდგომარეობის შექმნა? კითხვები ისმის და ვერ გასცეს პასუხები. გადასახადებს იხდიდა თუ არა ამ გარიგებიდან? როდესაც ამაზე პასუხები ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, აქ ეჭვები არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.