„საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯეფექტური ყოფილიყო. უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს. არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის თავდაცვის ხაზი ევროპის ქვეყნებისთვის. კი ხარჯეფექტური, რადგან თავად არ უწევთ ბრძოლა, არ იღვრება გერმანელების, ფრანგებისა და ლიეტუველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი, რათა ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და უტიფტრად საუბარი, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ყველამ, რა ბედი ელოდა საქართველოს, პარლამენტსა და ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ კიდეც, წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. სხვა რამე კი არ თქვა ზურა ჯაფარიძემ, რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, ერთ 20 000 ჯარისკაც ხომ მაინც შევაკავებთო, ბრძოლით ხომ შევაკავებთ და ვეღარ მოიცლის იქ საბრძოლველადო. ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო. ამისთვის იყო მცდელობა 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბებისა, ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა ეთამაშა მეორე ფრონტის როლი, რომ ხარჯეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, როცა სხვები სემინარებზე და დისკუსიებზე დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.