ქვეყნის მასშტაბით  სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია  შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ზედმეტი ბარიერების გარეშე მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სერვისები, რაც პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდასა და ჯანმრთელობის რისკების დროულ პრევენციაზე.

გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ სკრინინგი  ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

16 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით სკრინინგების ჯამურმა რაოდენობამ რეგიონების მიხედვით 63 993  შეადგინა.

სკრინინგ აქციის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.