დღეიდან, ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურება - ‘სტუდიო ლიბერთი’ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “ქარავან არტ ფორუმის” სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
“ქარავან არტ ფორუმ ქუთაისი” საქართველოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წარადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების პროექტებს. წლევანდელი ფესტივალი 16-19 ივნისს ქუთაისში შედგება.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქარავან არტ ფორუმს -თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას.
სტუდიო ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და საზოგადოებას ახალ გამოცდილებებს სთავაზობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ქუთაისში იმართება - ქალაქში, სადაც სტუდიო ლიბერთის პირველი უნიკალური სივრცე შევქმენით.“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერა არტ ფორუმს დაეხმარება სამომავლო განვითარებაში და თავის წვლილს შეიტანს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელოვნებისთვის და განსაკუთრებით, არტისტებისთვის“ - შალვა ხახანაშვილი, ქარავან არტ ფორუმის დამფუძნებელი.