„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეალურად რომ იკვლევდეს უცხოურ გავლენებს საქართველოში, პირველ რიგში, უნდა დაინტერესებულიყო ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან. შეგახსენებთ, რომ ამ მიზნით და ამ მიზეზით არის დასანქცირებული ივანიშვილი შეერთებული შტატების მიერ. – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ, რეალურად, ამ ანგარიშში ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს და ნარატივს, რომ დასავლეთი არის მტერი, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომის წესებით ცდილობს ხელისუფლების ცვლილებას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში არიან, „მაიდნის“ სცენარით მიდიან. კლასიკურად ანტიდასავლური გზავნილებია. ამ ანგარიშში პირველად, ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიცვალა საგარეო კურსი, რადგან ეს ანგარიში განწყობილია ანტიდასავლურად. ეს არის კაპიტულანტური ტექსტი, რომელიც დაწერილია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის საამებლად“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.