თელავის ხევის კალაპოტში არსებული დამცავი დამბების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები.
ხევში სამი დამცავი ჯებირი 1977 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო.
სპეციალისტების აზრით, სწორედ აღნიშნული დამბების მუშაობის შედეგია ის, რომ 12 ივლისს თელავისკენ მიმართული ნაშალი მასალა გაცილებით მცირე მოცულობის იყო.