წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც პოეტის ბიუსტთან გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორი ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრი“