წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ  მუნიციპალიტეტში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 



შეხვედრის ძირითადი თემა  სახელმწიფო შესყიდვების  სიახლეებს შეეხებოდა, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ერთობლივი მუშაობა უფრო კოორდინირებული და მჭიდრო უნდა გახდეს.

 ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.   
გენადი ბალანჩივაძემ  საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განიხილა ის საკითხები, რომლებიც შესყიდვებში განხორციელებულ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. 

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდნენ.