ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღეობაზე მიდიოდა, თუმცა გზაში მისი კვალი დაიკარგა.
კაცის ცხედარი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.