თუშეთში, სოფელ ომასლოსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ოთხი პირი.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლითაც ხუთი ადამიანი მგზავრობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული ახალგაზრდები კი მკურნალობის კურსს თელავის საავადმყოფოში გადიან.
მედიკოსების ინფორმაციით, დაზარალებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.