თუშეთში, შენაქო - დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ინფორმაციას თუშეთის დაცული ლანდშაფტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან. ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს უკვე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.