გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტყვიავსა და ქვემო ხვითში, დევნილი ოჯახებისთვის, სასათბურე მეურნეობები მოეწყო და სრულად აღიჭურვა.
2025 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 მსგავსი პროექტი განხორციელდა, სადაც დევნილებს სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა უკვე დაწყებული აქვთ.
დევნილთა სააგენტოს პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ეხმარება, წარმატებით მიმდინარეობს.
გასულ წლებში დაფინანსებულ დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის განაცხადების მიღების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.