საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ სატელეფონო  საუბარი ჰქონდა ეროვნული ნაკრების ახალ კაპიტანთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან. 

სანიოლი ამბობს, რომ კვარაცხელია  მოტივირებულია ჩამოვიდეს შეკრებაზე და დაეხმაროს თანაგუნდელებს!

"ძალიან ვაფასებ, ხვიჩა ძალიან მოტივირებულია ჩამოვიდეს შეკრებაზე და დაეხმაროს თანაგუნდელებს!

ბაიერნთან მოგების შემდეგ დავურეკე და ვკითხე, რამდენად შეძლებდა ივნისში შეკრებაზე გამოცხადებას, იმის ფონზე, რომ 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს.
მან მიპასუხა: კი, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ამხანაგური მატჩებია. მინდა ბიჭებთან ერთად ვიყო და თანაგუნდელებს დავეხმარო! ის არამხოლოდ დიდი ფეხბურთელია, მაგარი კაპიტანია და ფანტასტიკური კაპიტანი იქნება.
დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა.” - თქვა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე, რომლის თარგმანს Geo Team -ი ავრცელებს.