"ზესტაფონობის" სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ:
დადუნ თურქაძეს - იგი არის საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. დადუნ თურქაძეს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის საპატიო წოდება.
ლუიზა კვინიკაძეს - იგი არის დამსახურებული ფარმაცევტი, რომელმაც წლების განმავლობაში ერთგული და მაღალპროფესიული საქმიანობით საზოგადოების დიდი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა.
გიზო კუპატაძეს - იგი არის შპს ჯეო ჰოსპიტალსის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი- უროლოგი. მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მან მნიშვნელივანი წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და რეგიონში ჯანდაცვის განვითარებაში.
გოჩა ქურდაძეს - იგი არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი. ორმოცი წელია მუშაობს საწარმოში. ამ ხნის მანძილზე, სხვა და სხვა დროს, დასაქმებული იყო ქარხნის თითქმის ყველა სტრუქტურულ ერთეულში და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დარგის განვითარებაში. 2021 წლიდან ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
კახაბერ ცერცვაძეს -ბიზნესმენს, წლების განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ინიციატივების ერთგული მხარდამჭერი.
დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში, ზესტაფონის მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად შალამბერიძეც მონაწილეობდა.