ეს ბიჭი ახალია პოლიტიკურ ველზე და გადაეცით, ისეთს ნუ "გააპრავებს" მერე რომ შერცხვება.
არადა აუცილებლად შერცხვება.
მე მესმის რომ მისი ლიდერები მას ბევრს არ ეტყოდნენ, ზოგადად ბევრი ღირსეული ადამიანია ახლებში, რომლებიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ ახლა ხვდებიან სად ამოჰყვეს თავი. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მაგრამ ვინც ამას ამართლებთ მანდ:
ანუ რითი ჯობიხართ ან ლელოს ან ქოცებს თუ ის გაამართლეთ თქვენი ვიწროპარტიული ინტერესის გამო რაც დანაშაულია?
არ არსებობს ცალ-ცალკე ნიკა და ირაკლი გილაურების ფული, არსებობს გილაურების საერთო ფული და ბიზნესი, ასევე საერთო კავშირები.
ვახუშტის მენაბდის მამაზე რომ ყვებოდნენ ოჯახის წევრი კი არის მაგრამ არ იცოდა ტენდერებზეო, ან ქოცი ურთმელიძე რომ ამბობდა დედა ოჯახის წევრი არ არისო - მაგ სერიიდან არის ეგ და სირცხვილია, მითუმეტეს ხალხს თვალებში ნაცარს ვერ შეაყრით.
ამას სჭირდება კითხვებზე გულწრფელი პასუხი და აღიარება რომ შეცდით ან "შეგაცდინეს" ოღონდ თქვენგან არა) თქვენი ლიდერებისგან რომლებთანაც ეგ შეთანხმება შედგა." - წერს ანა წითლიძე "ფეისბუკში".