„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ჭიჭინაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ესაუბრა იმ პროექტებზე, რაც მოცემულ ადგილზე ხორციელდება, ან რისი გაკეთებაც დაგეგმილია.
კერძოდ, აქ სრულად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაგებულია გზების საფარი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აქ არსებულ სკვერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი. რაც შეეხება ადგილობრივების მოთხოვნებს, ისინი ითხოვენ იმ მცირე სკვერის რეაბილიტაციას, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო, მაგრამ წლების განმავლობაში სრულად გაიძარცვა და დაზიანდა, რასთან დაკავშირებითაც ზაქარია წიკლაურმა მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.