ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო იერიშების მორიგი ტალღა განახორციელეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) განცხადებით, ეს არის საპასუხო რეაქცია ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეში ირანის მხრიდან სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ამერიკულმა ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე დაახლოებით 140 სამიზნე გაანადგურა.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, იერიშები მიიტანეს ირანულ სარაკეტო სისტემებზე, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ბაზებზე, სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე, საბრძოლო მასალების საცავებზე, კავშირგაბმულობის ქსელებსა და სანაპირო მეთვალყურეობის პოსტებზე.
ესკალაციის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ GFS Galaxy-ზე მიიტანა იერიში.
„ცენტკომის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი სამოქალაქო წევრი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ეს მიმდინარე კვირაში აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების უკვე მესამე სერიაა.