"საქართველოს თავი დაანებოს ყველამ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
მისი შეფასებით, გარკვეული დროის შემდეგ ზელენსკის მოუწევს პასუხის გაცემა იმ უბედურებაზე, რაც უკრაინაში ხდება.
„საქართველოს თავი დაანებოს ყველამ. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს და ქვეყანას. იმ უბედურებაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება მისი უშუალო ჩართულობით, გავა დრო და აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებონ. მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.