კესარია მგელაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
ესპანეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის კესარია მგელაძემ 11-დან 9,5 ქულა დააგროვა, პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა
გილოცავთ, კესარია! ვამაყობთ შენი წარმატებით და გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას. - წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში.