სტიქიის შედეგად თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და მიმდებარე ტერიტორია დაზიანდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ოპერატიული შტაბის წევრებთან ერთად, თელავის აეროპორტის ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე შეფასდა არსებული ვითარება და განიხილეს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები.
სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები.