სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ.  ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა , რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე , დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

 კანონმდებლობის შესაბამისად , ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.