თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრაზე დეპუტატმა დეტალურად ისაუბრა საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის შესახებ.
ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებებისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვის პროცესს. დეპუტატმა ისაუბრა დედაქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე, ურბანულ განვითარებაზე, მუნიციპალური ქონების მართვაზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე.
გურამ ნიკოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა მერიის საქალაქო სამსახურებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. საანგარიშო პერიოდში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, ქონების მართვის სააგენტოს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან.
ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.