საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ 1 ბავშვი ამოიყვანეს - ეძებენ 6 ადამიანს
"3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან. ჯანმრთელობის ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ბავშვი კონტაქტურია. დაახლოებით, მესამე და მეორე სართულებს შორის ნანგრევებში იყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში ძებნა-შველის ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს არ ვკარგავთ. დაველოდოთ შედეგებს. სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იქნა ნაპოვნი, ზუსტად, იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთას დამატებითი ძალების მობილიზებით ტერიტორიის გადამოწმება," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.