იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გახსნა.
დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი.
ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
იმერეთის რეგიონში ამჟამად 27 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს − სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
ტოლების იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.