ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ.
როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა მედიასთან განაცხადა" "სიტუაცია უცვლელია, აქტიურია მეწყრული პროცესები, დაზიანებულის ელექტროგადამცემი ხაზები, 10-ზე მეტი სახლია დანგრეულია. ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი. ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად. ამიტომ იქ გადაადგილება აკრძალულია. ქუთაისი - ტყიბულის დამაკავშირებელი გზის კონკრეტული ეს მონაკვეთი დაკეტილი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩვენ გვქონდა კონტაქტი მოსახლეობასთან, აქტიურ რეჟიმში გვაქვს მათთან კომუნიკაცია, მოხდა აღწერა მათი პირველი საყოფაცხოვრებო საჭიროებების და უახლოეს პერიოდში დავაკმაყოფილებთ."
ცნობისთვის, სოფელ კურსებში, გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.